შალვა პაპუაშვილი: აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს მოუწოდეს კანცელარიისკენ წასვლისკენ, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ

შალვა პაპუაშვილი: აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს მოუწოდეს კანცელარიისკენ წასვლისკენ, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოსმენის პარალელურად გამართულ აქციებზე ძალადობის გამოვლინებას გამოეხმაურა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა - „როგორ აფასებს იმ ძალადობას, რომელიც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, ასევე, ოპოზიციონერ ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გამოავლინეს“.

„არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ორგანიზატორები აქციის და გახსოვთ თქვენ, რომ მათმა ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს მოუწოდეს კანცელარიისკენ წასვლისკენ, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ. ესეც უპასუხისმგებლობაა „ენჯეოების“ მხრიდან, რომელიც ფინანსდებიან ასევე [უცხოური ძალების მიერ]“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.