ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური ურთიერთობების განმტკიცებაზე და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე. აღვნიშნეთ, რომ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ორივე სახელმწიფოსათვის. ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების, სოციალური სფეროს განვითარების მიმართულებებს, ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის გამოყენების საკითხს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.