იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ვერცერთი გადაცდომა ვერ დაინახა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის პოლიტიკური პატიმრების სათავეში მოხვდა

იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ვერცერთი გადაცდომა ვერ დაინახა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის პოლიტიკური პატიმრების სათავეში მოხვდა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში ნიკა გვარამია ნახსნებია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. დოკუმენტში წერია, რომ „იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ზღუდავდა საზოგადო მოღვაწეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ჟურნალისტებს მთავრობის კრიტიკისა და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების განხილვისას“.

მაგალითად, დასახელებულია ნიკა გვარამია, წყაროდ კი მითითებულია არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, რომელიც მაშინ ნინო ლომჯარია იყო.

იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ვერცერთი გადაცდომა ვერ დაინახა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმრების სათავეში მოხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ამბავი, როდესაც აისახება ანგარიშში, ეს ხდება ანგარიშის შემდგენის პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია იჩენს თავს დეპარტამენტის ანგარიშში, ეს ჩრდილს აყენებს თავად ანგარიშს. პაპუაშვილის განმარტებით, გვარამიას საქმეს პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც მისი საქმის გამოძიების პროცესში გადაცდომა ვერ დაადგინა.