ირაკლი ქადაგიშვილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე: საქართველოს ყველა დიდი ქალაქი იქნება მოვლილი. სხვადასხვა აუდიტორიასთან იქნება შეხვედრა და სჯა-ბაასი

ირაკლი ქადაგიშვილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე: საქართველოს ყველა დიდი ქალაქი იქნება მოვლილი. სხვადასხვა აუდიტორიასთან იქნება შეხვედრა და სჯა-ბაასი

ეს არის ხვალინდელი დღე საზოგადოებისა, რომელმაც უნდა აირჩიოს როგორი იქნება ქართული საზოგადოება, როგორი იქნება ქართული ოჯახი, როგორ იქნება ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საქართველოს ყველა დიდი ქალაქი იქნება მოვლილი. სხვადასხვა აუდიტორიასთან იქნება შეხვედრა და სჯა-ბაასი ამ [„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებები] საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ხვალინდელი დღე საზოგადოებისა, რომელმაც უნდა აირჩიოს როგორი იქნება ქართული საზოგადოება, როგორი იქნება ქართული ოჯახი, როგორ იქნება ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული, აქედან გამომდინარე, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, როგორია დარბაზის რეაქციაც“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. საორგანიზაციო კომისია ამჯერად ამბროლაურს ეწვევა. განხილვისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება კომისიის წევრებს ყველა ის შეკითხვა დაუსვას, რომელიც საკითხის ირგვლივ აინტერესებთ. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. კომისია გუშინ ქუთაისში იმყოფებოდა.