სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე

სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა დარჩა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები ოკუპირებულ რეგიონებში მოიცავდა სანდო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ, თვითნებური დაკავების შესახებ, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ, ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა დანაშაულები.