ლევან კობიაშვილი: ჩვენს ქვეყანაში აშენდება 70 ათას ადამიანზე გათვლილი თანამედროვე სტადიონი, რაც ძალიან დიდი და საამაყო საქმეა, ვინაიდან მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით

ლევან კობიაშვილი: ჩვენს ქვეყანაში აშენდება 70 ათას ადამიანზე გათვლილი თანამედროვე სტადიონი, რაც ძალიან დიდი და საამაყო საქმეა, ვინაიდან მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით

ჩვენს ქვეყანაში აშენდება 70 ათას ადამიანზე გათვლილი თანამედროვე სტადიონი, რაც ძალიან დიდი და საამაყო საქმეა, ვინაიდან მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ორდღიანი ვიზიტით იმყოფება შვეიცარიაში, კერძოდ, უეფას სათავო ოფისში.

„დღეს კომიტეტი მქონდა, ასევე დაგეგმილი მაქვს სხვადასხვა შეხვედრა. ასევე შეხვედრა გავმართე როგორც პრეზიდენტთან, ასევე სხვა ხელმძღვანელ პირებთან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თემა იყო ის, რაც დღეს ოფიციალურად უკვე ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან, ბატონი ირაკლი კობახიძისგან გახდა საჯარო/ ჩვენს ქვეყანაში აშენდება 70 ათას ადამიანზე გათვლილი თანამედროვე სტადიონი, რაც ძალიან დიდი და საამაყო საქმეა, ვინაიდან მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით და თავისთავად, როდესაც ასეთი პროექტები იგეგმება და განხორციელდება, შესაბამისად, საჭიროა არა მარტო ნაკრების თამაშები და ა.შ. არამედ საერთაშორისო თამაშები. ცხადია, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2028 წელს ოფიციალურად გავაკეთოთ განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში, თბილისში ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუმასპინძლებთ. ბუნებრივია, ამაზეც გვქონდა საუბარი და ძალიან მოხარულები არიან უეფაში და აღნიშნავენ ჩვენ ბოლო წარმატებებს. არამარტო იმას, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვითამაშებთ, არამედ გასულ წელს 21 წლამდელთა ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ და მანამდეც გვქონდა მსგავსი პროექტები“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.