პაატა მანჯგალაძე:

პაატა მანჯგალაძე: "ეს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯია"

29 აპრილს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პარლამენტთან შეკრების გადაწყვეტილებას, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.

"საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, "ქართული ოცნება" არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს.

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს. საქართველოს მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ერთი ღერი თმა, რომ ჩამოუვარდეს რომელიმე მოქალაქეს, თითოეული ამ ადამიანის პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"ეს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მტერს ეგ უნდა, რომ საჯარო მოხელეები, რომელსაც ძალით მოიყვანს "ქართული ოცნება" და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები, ერთმანეთთან დააპირისპიროს. ჩვენ რასაც აქამდე ვაკეთებდით გავაკეთებთ იმას, სიმართლეს ვილაპარაკებთ, დანარჩენს ხალხი გააკეთებს. ჩვენ ხალხთან ერთად ვიქნებით", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

amo საგინებელი ხარ მარა, კაცი არაა პატრონი.
1 წლის უკან
Maverick ბრიყვო, შენ N1, N2 გამზრდელი გყავს?!
1 წლის უკან