სოსო მანჯავიძე: „სამარცხვინო ხალხი ხართ და დაუყონებლივ დატოვეთ აქაურობა - დეგენერატები, ესენი“

სოსო მანჯავიძე: „სამარცხვინო ხალხი ხართ და დაუყონებლივ დატოვეთ აქაურობა - დეგენერატები, ესენი“

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება რადიკალური ძალების მიერ მამული, ენა, სარწმუნოების ჩანაცვლებას ტერმინი ერთობით. როგორც პოლიტოლოგი წერს, რომ საქმე გვაქვს ახალგაზრდულ ექსტრემიზმთან და ამ ფენომენს ძალიან ოსტატურად იყენებდნენ სხვადასხვა რეჟიმები, ისეთები, როგორებიც იყვნენ ბოლშევიკები, ნაცისტები, მაოისტები, წითელი ქხმერები და ა.შ. ამ გამოყენების ტრაგიკული შედეგების გაცნობა ყველას შეუძლია.

„რას არ მოსწრებია ჩვენი ბედკრული სამშობლო. სპარსეთის იმპერია გვაიძულებდა მაზდეანობა მიგვეღო. არაბები სუნიტური ისლამის მიღებას გვაიძულებდნენ. ამასვე ცდილობდნენ სელჩუკები, ოსმანები და თემურ ლენგი. ახალი ირანი ისლამის შიიტური მიმდინარეობის მიღების გარეშე ქართლში და კახეთში მმართველს არ ამტკიცებდა. აქ უნდა ვთქვა, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებში ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრებს სწამდათ, რომ მათი რელიგია ჭეშმარიტი იყო და მათი რაკურსიდან მისი მიღება სიკეთე იყო.

უამრავმა ადამიანმა გაწირა თავი და არ დათმო სარწმუნოება. მაგრამ უფრო დიდი უბედურება შემდეგ დაიწყო. რუსეთის იმპერიაში გამარჯვებულმა ათეისტმა გლობალისტებმა და მათმა ახალგაზრდულმა მუკმა ახალ რელიგიად მებრძოლი ათეიზმი გამოაცხადა. თუმცა ესეც არ ყოფილა ფსკერი. თანამედროვე ევროხუნვეიბინები, მათი ენით რომ ვისაუბროთ, მთლიანად „აქენსელებენ“ სარწმუნოებას და მას ანაცვლებენ ტერმინით „ერთობა“. ამ „რეფორმის“ ავტორი „თბილისი პრაიდია“. „ერთობა“ ლგბტქ+-ს ნიშნავს. მათი ლოზუნგი დღეს გამოიყურება, როგორც „ენა, მამული ლგბტქ+“.

კარგი, გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ახალგაზრდულ ექსტრემიზმთან. ამ ფენომენს ძალიან ოსტატურად იყენებდნენ სხვადასხვა რეჟიმები, ისეთები, როგორებიც იყვნენ ბოლშევიკები, ნაცისტები, მაოისტები, წითელი ქხმერები და ა.შ. ამ გამოყენების ტრაგიკული შედეგების გაცნობა ყველას შეუძლია. ჩვენთან ახალ, ჯერ არნახულ, ჯერ არგაგონილ მოვლენასთან ლგბტქ+ ხუნვეიბინ, მუკელებთან გვაქვს საქმე. მგონი მართლაც გავაკვირვეთ ევროპა. მაგრამ მე აქ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

რამ გაუქონა ასე ტვინი და რამ დაუბნელა გონება უფროსებს,  მხარს რომ უჭერენ ამ შაბაშს , რომლის წინაშეც ფერმკრთალდება ჩემს მიერ ჩამოთვლილი უმსგავსობები? ამ რუსოფრენიამ ისე დაუბნელათ გონება, რომ ვერც იმას ხედავენ, რომ ეს ლგბტქ+ ტრანსფორმირებული მებრძოლი ათეიზმია, თუმცა უფრო „განვითარებული“, ვინაიდან ახლა რელიგიის რანგში  გენდერული თეორიაა, ხოლო პერვერტები ამ რელიგიის ხელშეუხებელ... წმინდა ძროხებად“ არიან გამოცხადებული. არც მოსალოდნელ  კატასტროფულ შედეგებს აქცევენ ყურადღებას. სამარცხვინო ხალხი ხართ და დაუყონებლივ დატოვეთ აქაურობა. დეგენერატები, ესენი“, - წერს სოსო მანჯავიძე.