შალვა პაპუაშვილი სქესის არჩევაზე: არის რაღაცები, ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობები, მარტივი ჭეშმარიტებები, აქსიომები, რომელზეც დავა შეუძლებელია, რომელზეც ათასწლეულები შეთანხმებული არის საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სქესის არჩევაზე: არის რაღაცები, ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობები, მარტივი ჭეშმარიტებები, აქსიომები, რომელზეც დავა შეუძლებელია, რომელზეც ათასწლეულები შეთანხმებული არის საზოგადოება

თუ ყველაფერი არჩევანზე არის, თუ სქესი არჩევანზეა ან ვინ, რას, როგორც ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ასაკი რატომ არ არის არჩევანზე, მითუმეტეს, რომ თუ მაინც და მაინც, ოპერაციებზე წავიდა აქაც არის საშუალებები გაახალგაზრდავების ან პირიქით, ხომ. იმიტომ, რომ არის რაღაცები, ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობები, რომელზეც დავა შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც ქუთაისში იმართება.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში დისკუსიაა იმის შესახებ, რომ სქესი არის არჩევანი.

„მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც სხვათა შორის, ძალიან აქტუალურად დგას, რომ სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტებში მიეთითოს მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. ვინც თვალ-ყურს ადევნებთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, ხედავთ, რომ დისკუსიაა სქესის ულიმიტო ჩამონათვალი და რომ სქესი არის არჩევანი და არა, გენეტიკური რაღაც მარკერი და ეს მსჯელობა იმ დონემდეც არის მისული, რომ ფაქტობრივად, ითვლება, რომ არჩევანი არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ კონტექსტში მან მოიყვანა კონკრეტული მაგალითი, როდესაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე მომხსენებელმა პიროვნებას ასაკი ჰკითხა.

„სხვათა შორის, საინტერესო არის ხოლმე როდესაც ამაზე მსჯელობებს ვაკვირდებით. ერთ-ერთი ასეთი მსჯელობაში იყო, ეკითხებოდნენ, კი მაგრამ თუ თვლი, რომ მე, ამ სქესის ვარ, ან თუნდაც სხვა მოგონილი, რაიმე კიდევ გენდერის წარმომადგენელი, მომხსენებელმა ჰკითხა, რა ასაკის ხართო. სტუდენტებთან იყო შეხვედრა და ჰკითხა, თქვენი ასაკიო და უთხრა, რომ აღარ მახსოვს, 25 წლის, დავუშვათ. კი, მაგრამ რატომ არ ხართ 45 წლისო? ეს გამომსვლელი დაიბნა, იმიტომ, რომ თუ ყველაფერი არჩევანზე არის, თუ სქესი არჩევანზეა ან ვინ, რას, როგორც ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ასაკი რატომ არ არის არჩევანზე, მითუმეტეს, რომ თუ მაინც და მაინც, ოპერაციებზე წავიდა აქაც არის საშუალებები გაახალგაზრდავების ან პირიქით, ხომ. იმიტომ, რომ არის რაღაცები, ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობები, მარტივი ჭეშმარიტებები, აქსიომები, რომელზეც დავა შეუძლებელია, რომელზეც ათასწლეულები შეთანხმებული არის საზოგადოება, უფრო სწორედ, თანხმობის ნაწილი კი არ არის, ეს არის საღი აზრის ნაწილი და ამ საღი აზრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, პრობლემურია და თავისთავად, გამოწვევა არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა