დიღმის მასივში ასფალტის საფარი წესრიგდება

დიღმის მასივში ასფალტის საფარი წესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ასფალტის საფარის მოწესრიგება განაახლა.

დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება, მოწესრიგდა ტროტუარი და დაზიანებული ბორდიური. ასფალტის მოწესრიგებამდე გამგეობამ აღნიშნულ კორპუსთან სანიაღვრე ქსელი მოაწყო. სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო უხვი ნალექის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყალი გუბდებოდა და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ასფალტის მეორე ფენის დაგება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი.