ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: მოსმენა არის ევროპული, მონობა - რუსული

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: მოსმენა არის ევროპული, მონობა - რუსული

მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ. ხმას დაუწიეთ და მოისმინეთ, - ასე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

ხმაურით განახლდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები იმართება.