დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების მიხედვით სრულად ახლდება საპარკე ინვენტარი, მონტაჟდება განათების სისტემა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები. პროექტის ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო.