სტანისლავსკის ქუჩაზე ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სტანისლავსკის ქუჩაზე ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობამ ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია განაახლა. ამჟამად სამუშაოები სტანისლავსკის ქუჩის N5-ში მიმდინარეობს. სამუშაოების მიხედვით ლიფტები იცვლება 2 სადარბაზოში. ერთი ლიფტის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, მეორის კი დასკვნის ეტაპზეა. პროექტის ღირებულება 63 268 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.