მოგიყვებით როგორ მუშაობს პროპაგანდა „რუბლები“. ეს არის უმცირესი, აი, 5 წუთში გუგლიდან ამოკრეფილი სტატიები და აფიშები სოლიკო ვირსალაძის დადგმების მსოფლიოს წამყვან ოპერებში. ლონდონი, იაპონია, პარიზი და სხვა, - ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ დილერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის თანხებს იღებს.
„ამ ოპერებში დღემდე იდგმება სოლიკო (სიმონ) ვირსალაძის სპექტაკლები და მის მემკვიდრეებს მამაჩემს და მის დეიდაშვილს, მანანა ხიდაშელს, როგორც წესი და რიგია, ერიცხებათ საავტორო უფლებების თანხები. სოლიკო ვირსალაძე, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანა, დღეს ამ რუსული მთავრობის თავდასხმის ობიექტი გახდა, ნაცვლად იმისა, რომ ვამაყობდეთ.
ყოველ ჯერზე, აი მეც რომ არ ვიცი, სუსმა და „იმედმა“ იცის ყველა გადმორიცხვა, ოღონდ ამ დადგმების გადმორიცხვებს ბინძურად ეძახიან რუბლებს.
რუსული პროპაგანდის არც პირველი და არც უკანასკნელი ობიექტი არ ვარ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ოცნებას და რუსეთს ვტკენ, რაც მხოლოდ მახარებს. ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს და თანამოაზრეებს, რომ აქამდე სათანადოდ არ მილაპარაკია ამ თემაზე, რადგან ემოციურად ჩემთვის ძალიან რთული იყო სერიოზულად რეაგირება ამ სიბინძურეზე. მოიგონეს, რომ სპილო ხარ და უნდა ამტკიცო რომ არ ხარ. მაგრამ ვითვალისწინებ ჩემი მეგობრების სურვილს, ხელთ ჰქონდეთ არგუმენტები და ამიტომ ვდებ ამ პოსტს. ნახეთ რა სილამაზეებია“, - წერს ხოშტარია.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა.