„ჩატარდეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უცხოური გრანტების ხარჯვის და მიზნობრივი გამოყენების აუდიტი!“

„ჩატარდეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უცხოური გრანტების ხარჯვის და მიზნობრივი გამოყენების აუდიტი!“

ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს, რომ გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კი კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს. იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილი დასვენების დღე იყო, კომიტეტი პროცედურით გათვალისწინებულ სამდღიან ვადას დაიცავს და ცვლილებებზე, პირველი მოსმენით, მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელებს. „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი გიორგი გახარიას გუნდის მიერ.

ხმაურიანი კანონის პროექტის განხილვა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართება, იმის მიუხედავად, რომ ერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს, თუ რატომ არის „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული კანონი და რას ეწინააღმდეგება.

ოპოზიციის მსგავსად ვერც ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ვერ ხსნის კანონპროექტის რუსულობას. ამბობს, რომ გამჭვირვალობის მომხრეა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ.

„მარტივად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული, ეს აშშ-ის ელჩისგანაც ცხადად მოვისმინეთ. ჩვენ სეიოზულად ვართ შეშფოთებულები“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს დონორებს და უცხოელ აქტორებს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი, გაასაჯაროონ NED-ის და EED-ის პროექტები. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახლა ბურთი მათ მოედანზეა. მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. ეს „კაგებეს“ მეთოდებია. პაპუაშვილის განცხადებით, ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანი არის უცხოელი აქტორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„გვესმის წუხილები უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების მხრიდან, არადა ამ ორი კვირის განმავლობაში, თუკი ისინი გულწრფელი არიან თავის წუხილებში, რა უშლიდათ ხელს, რომ გაესაჯაროებინათ დემოკრატიის ეროვნული ფონდის NED-ის და ევროპის დემოკრატიის ფონდის EED-ის პროექტები საქართველოში. თუკი გამჭვირვალობა მათთვის მთავარი პრინციპია და თუკი ისინი არ უარყოფენ ამის საჭიროებას - ნაცვლად ამ ლაპარაკისა და წუხილებისა, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა გაესაჯაროვებინათ და ეჩვენებინათ ქართველი ხალხისთვის, რომ მათ არაფერი დასამალი არ აქვთ. 5 წუთი სჭირდება იმას, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროვდეს. 2022 წელი, 2023 წელი, მიმდინარე პროექტები, არაფერი მათ ამაში ხელს არ უშლით. ასე რომ, ახლა ბურთი მათ მოედანზეა, რომ დაანახონ ქართველ ხალხს, რომ ისინი გულწრფელი არიან თავის დამოკიდებულებაში ხალხის მიმართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თანხების გასაჯაროვებას ითხოვს „ხალხის ძალა“. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, უნდა დაიდოს გამჭვირვალობა, სად იხარჯება უცხოური შავი ფული საქართველოში.

„გამჭვირვალობა უნდა იყოს იმ 70 მილიონ ლარზე, რაც შემოსულია და რაც შემოვა. უცხოური შავი ფული საქართველოში რატომ უნდა გათეთრდეს? გამჭვირვალობა დაიდოს, სად იხარჯება უცხოური შავი ფული საქართველოში. ეს კანონი ბოლომდე უნდა მივიღოთ. საქართველოში ამერიკის ელჩმა თქვა, რომ სხვაობაა ამერიკულ და ქართულ ვერსიებს შორის. მაშინ, ყველა იმ მკაცრ მუხლს დავაინიცირებ, რაც ამერიკულ ვერსიაშია. ამ ინიცირებით აუცილებლად შევალ. „ფარას“ წყალობით გავიგეთ, რომ საქართველოს გაშავებისთვის სააკაშვილის ოჯახმა მილიონები გადაიხადა. საქართველოს მოქალაქე თავის ქვეყანაში შავი ფულის მოძრაობას ამერიკული „ფარას“ საშუალებით რატომ უნდა იგებდეს? დაე, იყოს ქართული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ ამ კანონში თავიდან ბოლომდე მიზანი, მოტივი, ამოცანა, პუნქტი, მუხლი ყველაფერი რუსულია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელში ეს კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს.

„ამიტომ შემოაქვთ „რუსული კანონი“ და ამოძრავებთ ამოცანა, რომ ამ ქვეყნის ევროპული გზა ჩაიხერგოს და მიაბან ეს ქვეყანა რუსეთს. კალაძის განცხადებაც ამას ადასტურებს. ეს კანონი არის ინსტრუმენტი მათი მხრიდან, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, საბოლოოდ ჩატეხონ ხიდი, რომელიც ჩვენი ხალხის შრომითაა გადებული და არ მოხდეს წლის ბოლოს მოლაპარაკების დაწყება, რაც სრულიად რეალისტური იქნებოდა, ახლა ხელისუფლება 9 ნაბიჯის გადადგმით რომ იყოს დაკავებული“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა მოუწოდებს ხელისუფლების, რომ ჩატარდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხოური გრანტების ხარჯვის და მიზნობრივი გამოყენების აუდიტი. ამ საქმეში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიონ ამერიკელი კონგრესმენები ჯიმ ჯორდანი და მარჯორი ტეილორ გრინი, ასევე მიუკერძოებელი პოლიტიკური ფიგურები ევროპიდან. გოგავა დარწმუნებულია, რომ აინტერესებთ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელთა ფული.

„ჩვენ, ქართულ საზოგადოებასაც გვაინტერესებს ანალიზი იმისა, თუ რამდენი უცხოური ფული იხარჯება, ვის მიერ და რა მიზნებისთვის. საქართველოში არის უცხო ქვეყნების „მეხუთე კოლონა“, ორგანიზაციები და გვარ-სახელები, რომლებიც თავიანთი დონორების დავალებას ასრულებენ. დონორები საკმაოდ გულუხვები არიან მათ მიმართ.

საქართველოში, დაახლოებით, 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მაგრამ რეგულარულ დაფინანსებას 200 ორგანიზაცია იღებს. ისინი არიან დასავლეთის ფავორიტები და, ძირითადად, უცხო ქვეყნების ინტერესების განხორციელება-დაცვას ემსახურებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აი, ეს არის მთავარი პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა ხშირად სპეცსამსახურების მიერ გამოიყენება და თუ არსებობს ინტერესი, რომ აქ სიტუაცია დაიძაბოს და გინდა თუ არა, მეორე ფრონტი გაიხსნას, ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია ფიქრობს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონპროექტი საკმაოდ დაბალ ზღვარს აწესებს, ნომინალურ ხასიათს ატარებს იმ გაგებით, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაზე აპელირებს. მისი თქმით, ამ ფონზეც კი პარტნიორებისგან ვისმენთ ძალიან ხისტ კომენტარებს, რაც სცდება სტრატეგიულ თანამშრომლობას.

„იმ ანალოგიურ კანონებთან შედარებით, როგორიც არის, მაგალითად, კანადაში, აშშ-ში, სინგაპურში, ისრაელში, უკრაინაში და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში დაინიცირებული, ქართული კანონპროექტი საკმაოდ დაბალ ზღვარს აწესებს და ნომინალურ ხასიათს ატარებს იმ გაგებით, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაზე აპელირებს. ამ ფონზეც ჩვენ გვიწევს, დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმინოთ ძალიან ხისტი კომენტარები. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დღესდღეობით, რაც საფრანგეთში, ევროკავშირსა და სხვა პროგრესულ დასავლურ ქვეყნებში განიხილება, ჩვენთვის ამის ნომინალური მოდელიც კი დაუშვებელია“, - აცხადებს ლუკა ეხვაია.

ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის თქმით, მისმა თაობამ კარგად იცის, რომ საბჭოთა კავშირისთვის სუვერენიტეტი მხოლოდ ლიტონი სიტყვები იყო და იქ ნებაყოფლობით არავინ ერთიანდებოდა, ისევე, როგორც, მიუხედავად კონსტიტუციაში დაფიქსირებული უფლებისა, ნებაყოფლობით საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებაც მხოლოდ ფიქცია იყო. მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც მივისწრაფოდით თავისუფალ, დემოკრატიულ დასავლეთში, სადაც შესვლაც ნებაყოფლობითია და გასვლაც, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. როგორც ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ასეთი მიდგომით, ჩემი ქვეყნის ღირსება და სუვერენიტეტი ისევე ილახება, როგორც ეს საბჭოეთის დროს ხდებოდა, ოღონდ არაპირდაპირი, შემოვლითი გზით, „მეგობრულად“, „პარტნიორულად“ „ჩემი კეთილდღეობის“ საფარქვეშ.

„ჩვენ ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ იმ კანონდამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირებულები არიან, როგორც არაპოლიტიკური ორგანოზაციები, მაგრამ უცხოურ ფულს ხარჯავენ ქვეყნისათვის დამანგრეველ პოლიტიკაში. ქვეყნის აყირავების, დესტაბილიზაციის, ომის მოწოდების, პოლიციის დაწვის, ქონების განადგურების საქმეში. ყველამ დავინახეთ, თუ როგორი მკაცრია აშშ-ს „ფარას“ კანონი. როდესაც საქართველოდან შესულ ყველა ცენტზე ანგარიში წარადგინა სააკაშვილის ლობისტურმა კომპანიამ, ისინი არათუ დეტალურად აისახა ანგარიშში, არამედ თანხის მიმღებებმა ცალ-ცალკე აღწერეს, თუ რომელ შეხვედრაზე რა საკითხი განიხილეს, რა კითხა დასვეს და რა პასუხი მიიღეს. რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს, რისი ლობირება უნდა გაეწიათ და ა. შ.

ამ ფონზე, წარმოვიდგინოთ, რა რეაქცია ექნებოდა აშშ-ს ხელისუფლებას, თუ გარედან დაფინინანსებული ტრენერები ტრენინგების დროს ასწავლიდნენ ამერიკელ მოქალაქეებს, როგორ ეფექტურად უნდა მოხდეს მასების მობილიზება კაპიტოლიუმის დასალაშქრად და რა მეთოდები უნდა გამოიყენონ, ძალადობრივი გზით ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. მოკლედ, ჩვენ მხოლოდ იმას მოვითხოვთ, რომ ევროპული წესები, თანასწორობა და პარტნიორობა სხვებსაც ჩვენს მსგავსად ესმოდეს. არა „რუსულ კანონს“! კი FARA იდენტურ კანონს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

 

 

trampi ჩვენ ბოდიში მოგართმევენ
მოინდომეს ეხლა ამათ მთვარეზე გაფრენა და იქ მოჯ...........
ბიჯოოოოს...ვინ არიან ესენი
2 კვირის უკან