სოსო მანჯავიძე: „სულ წმინდა ვიტეს ცეკვა მახსენდება ამათ შემხედვარეს“

სოსო მანჯავიძე: „სულ წმინდა ვიტეს ცეკვა მახსენდება ამათ შემხედვარეს“

„თეა დარჩიას მართალია, არ წაუკითხავს კანონი, მაგრამ ტანით გრძნობს, რომ ცუდია“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ხელოვანების პროტესტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„თეა დარჩიას მართალია, არ წაუკითხავს კანონი, მაგრამ ტანით გრძნობს, რომ ცუდია ამიტომ აპროტესტებს. ქათამაძე თუხთუხებს ბურატინენკოსთან, ამერიკაში რომ ფულს იშოვი და ანგარიშზე გედება, თუ მიტინგზე გამოხვალ, წაგართმევენო. რომელი ერთი სიგიჟე ჩამოვთვალო. თავს  და ერთმანეთს აგიჟებენ, რათა მიაღწიონ მათთვის სანატრელ ექსტატიკური კრეტინიზმის მდგომარეობას. სულ წმინდა ვიტეს ცეკვა მახსენდება ამათ შემხედვარეს.

მოკლედ ამდენი დეგენერატის, აგენტის და  აქტიური მავნებელი სულელის და შეპყრობილის ყურებისას ერთადერთი ნუგეშიღა რჩება, რომ სადმე ჩასოვ იარში არ არის ადამიანი და თავში ოდაბ 1500 არ ეცემა. თუმცა არც ეგ არის შორი პერსპექტივა ამათი რიცხვისა და საზოგადოების პასიურობის გადამკიდე. თავს და ერთმანეთს აგიჟებენ, რათა მიაღწიონ მათთვის სანატრელ ექსტატიკური კრეტინიზმის მდგომარეობას“, - წერს სოსო მანჯავიძე.