კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ამ კანონის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, - ამის შესახებ მოცეკვავე თეა დარჩიამ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„მე წინააღმდეგი ვარ რუსული კანონის. მე უშუალოდ კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ამ კანონის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, - აღნიშნა დარჩიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან სხვადასხვა მოსაზრებები ისმის.