„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მეთიუ მილერს აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ არაერთხელ დაუსვა კითხვა, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ იმავე შეფასების გაკეთება შეუძლია, რაც წინა პრესკონფერენციაზე თქვა.
ცნობისთვის, რაუფოღლუს კავშირი უკვე დადასტურდა იმ ლობისტებთან, რომლებიც „ფორმულამ“ დაიქირავა. ეს ინფორმაცია სწორედ ამერიკაში მოქმედი კანონის, ფარას საშუალებით გახდა ცნობილი.