უკრაინამ უნდა იპოვოს ბალანსი მობილიზაციასა და მთელი თაობის განადგურების რისკს შორის - ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.
„ამჟამად უკრაინაში 20-დან 30 წლამდე კაცების წილი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ჯარს სჭირდება მამაკაცები, იმიტომ რომ დაახლოებით მილიონი მოქმედი სამხედრო უკვე გადაღლილია, ათობით ათასი კი დაიღუპა ან სერიოზული დაზიანებები მიიღო“, - წერს გამოცემა.
როგორც გამოცემასთან საუბარში დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ოლექსანდრ გლადუნი ამბობს, მომავალი შობადობის პერსპექტივები დამოკიდებულია იმაზე, რამდენი მამაკაცი დაიღუპება ომში და რამდენი ქალი დაბრუნდება ქვეყანაში. ამასთანავე, გლადუნი ამბობს, რომ უკრაინას არ აქვს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს ახალგაზრდა მამაკაცების გაწვევა.
2021-დან 2023 წლამდე უკრაინაში ახალდაბადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ შემცირდა. ექსპერტების თქმით, დემოგრაფიულ სიტუაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალების საზღვარგარეთ გასვლა. „ევროსტატის“ ცნობით, უკრაინა 18-დან 34 წლამდე 800 ათასმა ქალმა დატოვა.