თუკი ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთი გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში

თუკი ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთი გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში

თუკი ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთი გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ეს არის ყველაზე მარტივი მეთოდი, ამოკითხული „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან, რომ დისკუსია გადაიყვანო სლოგანებში და არ შეხვიდე შინაარსში. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით, როგორ ხდება სპეცსამსახურების მეთოდით საინფორმაციო შტურმი ქართულ საზოგადოებაში. ეს შარშან ყველამ დაინახა. ეს კბილი საზოგადოებამ უკვე მოიცვალა და ყველა უყურებს შინაარსს. შინაარსი არის მარტივი - თუკი ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთი გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში. არ შეიძლება არსებობდეს დაბალი სტანდარტი უცხოური დაფინანსებისთვის, ვიდრე ეს არსებობს ქართული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ვითხოვთ ამოვიდეს უცხოური დაფინანსება იმ მაღალ დონეზე, რაზეც არის საჯარო უწყებების გამჭვირვალობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.