ნიკა გვარამიამ „მთავარ არხს“ გუშინ სატელევიზიო პარტია უწოდა, დღეს კი საკუთარი სიტყვები უარყო

ნიკა გვარამიამ „მთავარ არხს“ გუშინ სატელევიზიო პარტია უწოდა, დღეს კი საკუთარი სიტყვები უარყო

ნიკა გვარამიამ „მთავარ არხს“ გუშინ სატელევიზიო პარტია უწოდა. დღეს მან საკუთარი სიტყვები უარყო და პოზიცია შეცვალა.

„სატელევიზიო პარტია რომ მნდომებოდა ყველაზე ძლიერი მედიის დირექტორი ვიყავი და მისგან გავაკეთებდი სატელევიზიო პარტიას. მე ეს არ მინდოდა, არ უნდოდა არც ჩემს გუნდს, იმ გუნდს, რომელსაც ვხელმძღვანელობდი და გავაკეთე ის, რასაც ჰქვია პარტია. პარტიები არის ის, რასაც დღეს მე და ნიკა [მელია] წარმოვადგენთ. ამ პარტიას ჰქვია „ახალი“ და ეს პარტია დაამარცხებს მათ შორის პროპაგანდას საქართველოში და გავხდებით ევროკავშირის წევრები. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ვიქნებით ავანგარდში ამ მსვლელობის“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

პოლიტიკური პარტია „ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, ტელეკომპანია „პირველის” ეთერში „მთავარ არხზე” საუბრისას აღნიშნა, რომ სატელევიზიო პარტიის შექმნის სურვილი რომ ჰქონოდა, „მთავარ არხზე” უკეთესის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.

„სატელევიზიო პარტიის გაკეთება რომ მდომოდა, იმისთანა სატელევიზიო პარტია მქონდა, უკეთესი შეუძლებელია რომ გააკეთო - „მთავარ არხს” ვგულისხმობ“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.