სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის სამარცხვინო, რომ კონკრეტული კრიმინალი დადის ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში. ეს არის უმძიმესი თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის და ხალხის წინაშე. ევროპა ერთგვარ თავშესაფრად იქცა კრიმინალებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.