ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით გაუგებარია. ისე ჩანს, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიძულოს ოპოზიცია, რომ პარტიულ სიებში ორივე სქესის სათანადო წარმომადგენლობა ჰყავდეთ. არავინ უშლით, რომ უფრო მაღალი კვოტები ჰქონდეთ და რაზე ზრუნავენ, „ქართულ ოცნებაზე“, ჩვენი პარტიული სია როგორი იქნება? - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ყველაზე ძლიერი პარტიული ქალთა ორგანიზაცია ჰყავს და ქალების ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში.
„რაც შეეხება ოპოზიციას, არავინ უშლის მათ, რომ გამოვიდნენ და დადონ პირობა, რომ გამოვიდნენ და დადონ პირობა, თუკი ასე მიაჩნიათ საჭიროდ, როგორც ეს „ლელომ“ გააკეთა, რომ [ისინი კვოტის მიხედვით დააკომპლექტებენ სიას]. შემოდგომაზე ვნახავთ, როგორ დაკომპლექტდება მათი სიები და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ დღეებში ამ საკითხზე მსჯელობის დროს. ჩემთვის შეიძლება გასაგები იყოს, როდესაც სხვადასხვა გარე ჯგუფი ღელავს ამ საკითხზე, მაგრამ ოპოზიციური პარტიები რომ ღელავენ, ეს არის ჩემთვის გაუგებარი, იმიტომ რომ გამოდის, ისინი საკუთარ პარტიულ სიებს ვერ დააკომპლექტებენ გენდერული ნიშნით, თუ ჩვენ არ ვაიძულებთ კანონით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.