მთავარი პრობლემა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, რეპრესიული ნაწილი, რომელიც დღემდე არ გვაქვს გაუქმებული, ადეიშვილი ამის ერთ-ერთი თანაავტორი იყო და მე არ მესმის როგორ შეიძლება ასეთი CV-ით იზრუნო სამართლიანობაზე, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ადეიშვილია საბოლოო ჯამში ყველა იმ პრობლემის წყარო, რომელიც ევროინტეგრაციაშიც კი გვიშლის ხელს, იქნება ეს პროკურატურა თუ სასამართლო. საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, რეპრესიული ნაწილი, რომელიც დღემდე არ გვაქვს გაუქმებული, ადეიშვილი ამის ერთ-ერთი თანაავტორი იყო და მე არ მესმის როგორ შეიძება ასეთი CV-ით იზრუნო სამართლიანობაზე?!“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამ წუთებში ჰააგაშია.