„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ამავე პარტიის ყოფილ მაღალჩინოსანზე ზურაბ ადეიშვილზე დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს და აქცენტი სხვა საკითხებზე გადააქვს.
ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა ელოდოს თუ არა უკრაინა ადეიშვილისგან სამართლიანობის აღდგენას ჰააგაში მაშინ, როდესაც საქართველოში ეს გვარი უამრავ უსამართლობას უკავშირდება, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს, რომ მთავარი უსამართლობა საქართველოში დაბალი ხელფასებია.
„სამართლიანობა რომ იყოს ქვეყანაში ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩინოვნიკებს რომ აქვთ შემოსავალი 10-20 ათასი და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ 100-200 ლარი, შეიცვალოს და შესაბამისად ადამიანებს ჰქონდეთ ცხოვრების შესაძლებლობა. ამ პირობებში ხალხი ჩათვლის, რომ სამართლიანობა არის აღდგენილი“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამ წუთებში ჰააგაშია. ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ნიდერლანდები მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით - „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. ზურაბ ადეიშვილი კონფერენციაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან , ანდრეი კოსტინთან ერთად მივიდა. ადეიშვილი, რომელმაც ქვეყანა 2012 წელს დატოვა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზეა დაუსწრებლად მსჯავრდადებული. რომ ადეიშვილი ჰააგამდე ბელგიასა და გერმანიაში იმყოფებოდა.