ხატია დეკანოიძე: ჰერმანი, იაგო და სანდრო, რა გაქვთ ის გამორჩეული პროფესიული ნიშანი, რის გამოც თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ? - საერთოდ არაფერი გაინტერესებთ გარდა იმისა, რომ პარლამენტში მოხვდეთ „ოცნების“ დახმარებით

ხატია დეკანოიძე: ჰერმანი, იაგო და სანდრო, რა გაქვთ ის გამორჩეული პროფესიული ნიშანი, რის გამოც თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ? - საერთოდ არაფერი გაინტერესებთ გარდა იმისა, რომ პარლამენტში მოხვდეთ „ოცნების“ დახმარებით

მეგრელიშვილი გამოვიდა სატელევიზიო ეთერით და აღნიშნა, რომ თურმე ქალებმა უნდა დავიმსახუროთ თანასწორობა და რომ თურმე პროფესიული ნიშნით უნდა მოვხვდეთ, საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკოსი იზომება ელექტორალური ნიშნით, თქვენ რა ნიშნით მოხვდით პარლამენტში, ბატონო სანდრო, ეგ მაინტერესებს?! საერთოდ მგონია, რომ თქვენც კაცის დამსახურებით მოხვდით პარლამენტში! ჰერმანი, იაგო და სანდრო - რა გაქვთ ის გამორჩეული პროფესიული ნიშანი, რის გამოც თქვენ საქართველოს პარლამენტში თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ? - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტია „გირჩის“ წევრებს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ქალთა კვოტირების საკითხის განხილვისას.

დეკანოიძის თქმით, როგორც აღმოჩნდა „გირჩი“ არ ფიქრობს არაფერზე, გარდა იმისა, რომ მოხვდეს პარლამენტში, გადალახოს 5%-იანი ბარიერი და ეს გააკეთოს „ქართული ოცნების“ დახმარებით.

„მე ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა გენდერული კვოტების გაუქმება. მე არ ვაპირებ „გირჩების“ განათლებაზე ზრუნვას, მაგრამ ჩემი კითხვები მოგემართებათ მათ შორის თქვენც იმიტომ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ ხშირ შემთხვევაში, როდესაც რაიმე საშინელებას აკეთებთ, პოლიტიკურს. ეს შეკითხვა თქვენთანაც იქნება, ბატონო რატი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარესთან -გენდერული კვოტის, ზოგადად თანასწორობის პრინციპი, იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და ჩაგვეთვალა შესრულებულად, ამიტომ თქვენგან მაინტერესებს, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს დააზიანებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას იმიტომ, რომ დეკემბერში ჩვენ ველოდებით მოლაპარაკების გახსნას და მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, მათ შორის, იმ რეკომენდაციების და დათქმების შესრულების კონტექსტში, რაც გულისხმობს, მათ შორის, თანასწორობას. მეორე, მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ თქვენ თანასწორობა გაღელვებთ იმიტომ, რომ გუშინ თქვენი ერთ-ერთი კოლეგა, მეგრელიშვილი, გამოვიდა სატელევიზიო ეთერით და აღნიშნა, რომ თურმე ქალებმა უნდა დავიმსახუროთ თანასწორობა და რომ თურმე პროფესიული ნიშნით უნდა მოვხვდეთ. საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკოსი იზომება ელექტორალური ნიშნით, თქვენ რა ნიშნით მოხვდით პარლამენტში, ბატონო სანდრო, ეგ მაინტერესებს? საერთოდ მგონია, რომ თქვენც კაცის დამსახურებით მოხვდით პარლამენტში და გგონიათ თუ არა, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე რომ არ ყოფილიყო, რომელთანაც ახლა სერიოზული ქიშპობა გაქვთ, მოხვდებოდით პარლამენტში ? ჰერმანი, იაგო და სანდრო - რა გაქვთ ის გამორჩეული პროფესიული ნიშანი, რის გამოც თქვენ საქართველოს პარლამენტში თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ? ეთანხმებით თუ არა ბატონ მეგრელიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ქალებმა უნდა დავიმსახუროთ თანასწორობა? თანასწორობით იბადებიან, ზოგადად, ეს არის ადამიანის უფლებების პრინციპი, ჩვენ თანასწორობის დამსახურება არ გვჭირდება ! როგორც აღმოჩნდა, არც ადამიანის უფლებები გაინტერესებთ, არ გაინტერესებთ არც პატიმრის უფლებები, საერთოდ არაფერი არ გაინტერესებთ გარდა იმისა, რომ პარლამენტში მოხვდეთ, 5%-იანი ბარიერი გადალახოთ და ამაში „ქართლი ოცნება“ დაგეხმაროთ. ეს არის თქვენი დიდი ინტერესი იმიტომ, რომ თქვენ ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოხვალთ, მათ შორის, ვერ მოხვალთ თუნდაც 8-კაციანი შემადგენლობით ფრაქციის პარლამენტში“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი, დაჩქარებული წესით, განიხილავს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.