დავით მათიკაშვილი: საბოლოოდ ვნახეთ, რომ რეალურად „ენჯეო“ სექტორი არის კლანი, რომელიც დგას საქართველოს სასამართლო სისტემის, მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

დავით მათიკაშვილი: საბოლოოდ ვნახეთ, რომ რეალურად „ენჯეო“ სექტორი არის კლანი, რომელიც დგას საქართველოს სასამართლო სისტემის, მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია და გარკვეული ძალები, რომლებიც მას მხარს უჭერენ და ხშირ შემთხვევაში დავალებებსაც აძლევენ, ცდილობენ ქვეყანას სწორედ იქ დაარტყან, სადაც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი სფეროა სასამართლოა.

„საბოლოოდ ვნახეთ, რომ რეალურად „ენჯეო“ სექტორი არის კლანი, რომელიც დგას საქართველოს სასამართლო სისტემის, მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ეს კედლებზე დაწერილი [სტენსილები] ძალიან ემთხვევა ქვეყანაში შემოდინებულ ფულს, რომელიც „ენჯეო“ სექტორისა და სხვადასხვა ტელევიზიის გამოყენებით ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეში, ლგბტ პროპაგანდისთვის და ანტიქართული საქმეებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე, 9 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტზე დარტყმა არის საქართველოსადმი მტრულად განწყობილი შიდა ძალების მიზანი. მაგრამ სიმართლე არის ყოველთვის ერთი. არ შეიძლება არსებობდეს 10 სიმართლე. ამ სიმართლეში მნიშვნელოვანია ინდიკატორები და მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესასრულებლად, იმისთვის რომ ქვეყანას დროულად, სამართლიანად გაეხსნას ის მოლაპარაკება, რომელიც ახლა უკვე გახსნილი უნდა ჰქონდეს.