გია ცაგარეიშვილი არასამთავრობოებზე: საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ, როცა ფეიკ კამპანიას აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ

გია ცაგარეიშვილი არასამთავრობოებზე: საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ, როცა ფეიკ კამპანიას აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ

ბოლომდე არიან გადაშვებულები პოლიტიკაში. საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ, როცა ფეიკ კამპანიას აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ „იმედის კვირაში“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ბოლომდე [არასამთავრობოები] არიან გადაშვებულები პოლიტიკაში. ისინი არიან პოლიტიკოსები. საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ, როცა ფეიკ კამპანიას აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციები გააქვთ. წარმოგიდგენიათ ეს რა ტოქსიკური საზოგადოების თავყრილობა შეიძლება იყოს?! ერთმანეთს ხომ დაწამლავენ და ქვეყანასაც მოწამლავენ საუბედუროდ, გამოუსწორებლად“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.