რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მარინოს რაიონში მდებარე ეკლესიასთან, სადაც ნავალნის მოქალაქეები ემშვიდობებოდნენ, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებდა.

ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსი ფრენკ სინატრას სიმღერის, My Way-ის თანხლებით დაკრძალეს.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, საგანგებო რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნით, სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.