ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ახდენს შეტევას საქართველოზე, როდესაც საქართველოს აბრალებს, რომ ის ხან აწამეს, ხან მოწამლეს, ხან არ მკურნალობენ და ა.შ. ეს ყველაფერი არის „ფეიკი“ და მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გაიზარდოს.
„იმის ნაცვლად, რომ ასეთ ქმედებებს არ მიეცეს გასაქანი და საერთაშორისო რეზონანსი, გარკვეული ლობისტებისა და ამ შემთხვევაში ანა ფოტიგას მეშვეობით პირიქით ბოლო მომენტში რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებით ფაქტობრივად პოლარიზაციის ხელშეწყობა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.