დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც არის ფონდი „ჰერითიჯი“, დებს ასეთ შედეგებს მთავრობის კეთილსინდისიერების რეიტინგებთან დაკავშირებით, თავისთვად ცხადია, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სწორად და თანმიმდევრულად ვითარდება ქვეყანა.
„როდესაც ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია დებს ასეთ შედეგებს, თავისთვად ცხადია, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სწორად და თანმიმდევრულად ვითარდება ქვეყანა. ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რასაც ცდილობს ოპოზიცია, ოპოზიციური მედია და შესაბამისი ექსპერტები, არ გამოუვათ, რადგან არსებობს ფაქტები და შედეგები, რომლებიც პასუხობს ქვეყნის განვითარებას“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.
ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა. საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.