შინაგან საქმეთა მინისტრი თელავში სახალხო დღესასწაულს – „ერეკლეობა“-ს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი თელავში სახალხო დღესასწაულს – „ერეკლეობა“-ს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავს სახალხო დღესასწაულ „ერეკლეობა“-ზე ეწვია. მინისტრი ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ქართველი მეფის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრო თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებებს.

სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ მეფე ერეკლე მეორის იუბილის აღსანიშნავად თელავში ტრადიციულად, ყოველი წლის 7 ნოემბერს იმართება.