ალბანურ მოდელთან დაკავშირებით ხდება წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის წარმატებული მოდელი, რომ თითქოს ეს არის მიღებული მოდელი. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც განზრახული აქვს, რომ ჩაატაროს წმენდა სასამართლოში, ამ წმენდას ფუთავს ალბანური მოდელით, თითქოს საერთაშორისოდ აპრობირებულ მოდელს, რომელიც არის მიმზიდველი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„სინამდვილეში, როდესაც ალბანეთში ეს ვეტინგის პროცედურა შემოიღეს, ცვლილებები გაიგზავნა ვენეციის კომისიაში 2015 წელს და დასკვნაში კომისიამ აღნიშნაა, რომ ვეტინგი არის ყველაზე რადიკალური შემოთავაზება და ის სასამართლო სისტემაში ქმნის დაძაბულობას, დესტაბილიზაციას“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.