მართალია, პრეზიდენტი ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსებით აფასებდა საქართველოს მდგომარეობას, მაგრამ არცერთხელ არ გამოუყენებია ევროკავშირის შეფასებები, მსოფლიოს ყველაზე კომპეტენტური და წამყვანი ოფიციალური კვლევების შედეგები, რომლებიც ცალსახად გვიჩვენებს, რომ საქართველო თითქმის ყველა მიმართულებით ლიდერი სახელმწიფოა არა მარტო ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, არამედ რიგი ევროკავშირის სახელმწიფოებთა შუა რიგში განიხილება, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე შეაფასა პრეზიდენტის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
„გაუკრვეველი მიზეზების გამო თითქმის ორი წელია თავისი ნეიტრალურობა დაკარგა და რადიკალური ოპოზიციის მხარეს დადგა გამოკვეთილად. დღეს ის ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პროცესში რაღაც პლატფორმა შექმნას, სადაც იქნებ თავი მოუყაროს „ნაციონალური მმოძრაობის“ რღვევის შედეგად წარმოშობილ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს და ამით შეკრას რაღაც გუნდი, რომელსაც მომავალ არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.