ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიღებულია(VIDEO)

ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიღებულია(VIDEO)

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ამბასადორიალში. შეხვედრების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც სავიზო რეჟიმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
"ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმებულია და ქართველები ისრაელში უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას. ასეთ მოკლე დროში ამის განხორციელება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. პროცედურებს უამრავი დრო სჭირდება. ჩვენ ეს უმოკლეს ვადებში შევძელით და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი, "-განაცხადა პრემიერმა.