რეაბილიტაციის პროცესი უნდა დაიგეგმოს მკურნალი ექიმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტის და პაციენტის ერთობლივი შეთანხმებით . სარეაბილიტაციო კურსი უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის მიზნებს და უნდა აწვდიდეს მას მკურნალობის შესახებ საჭირო ინფორაციას. სწორი სარეაბილიტაციო კურსის შერჩევა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორისაა დაზიანების ტიპი, ინდივიდუალური საჭიროებები და ხელმისაწვდომი რესურსები.
ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ თერაპიების ფართო სპექტრს, რაც საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში ჩაიტაროთ სრულყოფილი რეაბილიტაცია.
სარეაბილიტაციო კურსის შედგენამდე უნდა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და დაისვას დიაგნოზი.
ფიზიკური რეაბილიტაციის კურსი შესაძლოა დაჭირდეს მრავალი პროფილის პაციენტს. ძირითადი მიმართულებებია:
- ორთოპედიული რეაბილიტაცია
- ფოკუსირებულია ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანებებზე.
- მიზნად ისახავს მობილობის გაუმჯობესებას, ტკივილის შემცირებას და ფუნქციის აღდგენას.
- ნევროლოგიური რეაბილიტაცია
- გამიზნულია პაციენტებზე რომელთაც აქვთ ისეთი ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა: ინსულტი, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება და სხვა.
- მიზნად ისახავს ნევროლოგიური ფუნქციის, მობილობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
- კარდიოლოგიური რეაბილიტაცია
- გამიზნულია პაციენტებზე რომელთაც ჩაუტარდათ ქირურგიული ჩარევა გულზე, ჰქონდათ ინფარქტი ან გულის სხვა დაავადება.
- ფოკუსირებულია დატვირთვისადმი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტოლერანტობის გაზრდასა და ცხოვრების წესის მოდიფიცირებაზე
- სასუნთქი სისტემის რეაბილიტაცია
- განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ფილტვების დაავადებები, მაგ: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა და სხვა.
- ფოკუსირებულია სუნთქვით ვარჯიშებზე, ფიზიკურ აქტივობის გაზრდისკენ და ა.შ
- პედიატრიული რეაბილიტაცია
- განკუთვნილია ტანდეგობის სხვადასხვა ტიპის დარღვევის დროს, განვითარების შეფერხების, კონგენიტალური დარღვევების ან ტრავმის მქონე ბავშვებისთვის.
- გერიატრიული რეაბილიტაცია
- მიმართულია ხანდაზმულთა სპეციფიური საჭიროებებზე, მაგ: ასაკთან დაკავშირებული მდგომარეობები, ართროზი ოსტეოპოროზი, წონასწორობის/კოოორდინაციის პრობლემები და სხვა.
- მიზანია მობილურობის გაუმჯობესება, ტრავმის პრევენცია და ა.შ.
- ამპუტაციის შემდგომი რეაბილიტაცია
- ესაჭიროება პაციენტებს რომელთაც ამპუტირებული აქვთ კიდური ტრავმის ან მიზეზების გამო.
- ფოკუსირებულია პროთეზის სწორი გამოყენების ათვისებაზე, მოქნილობისა და გადაადგილების სავარჯიშოებსა და ფუნქციურ ადაპტაციაზე.
- ზურგის ტვინის დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია
- გათვლილია ზურგვის ტვინის დაზიანების მქონე პირებზე, მიზნად ისახავს ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის აღდგენას.
- ფოკუსირებულია მოქნილობის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებზე,ადაპტაციური მოწყობილობების გამოყენებასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე.
- სპორტული რეაბილიტაცია
- განკუთვნილია სპორტსმენებისთვის რომლებმაც მიიღეს სპორტთან დაკავშირებული ტრავმა ან გადიან პოსტ ოპერაციული პერიოდს.
- ფოკუსირებულია სპორტსპეციფიკურ რეაბილიტაციაზე, ძალის აღსადგენ ვარჯიშებსა და ტრავმის პრევენციაზე.
- ლიმფედემის რეაბილიტაცია
- ეხმარება პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ შეშუპება.
- სიმპტომების სამართავად გამოიყენება სპეციალური აპარატურული თერაპია და სამკურნალო ვარჯიშები
- ჰიდროთერაპია
- იგულისხმება წყალში შესრულებული ვარჯიშები. წყლის უწონო გარემო ამცირებს დატვირთვას სახსრებზე, ხელს უწყობს კუნთის ძალისა და მოქნილობის გაუმჯობესებას
- სასარგებლოა სხვადასხვა მდგომარეობებისას, მათ შორის ორთოპედიული და ნევროლოგიური დარღვევების დროს.