სწორად შერჩეული ორთოპედიული ბალიშები ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ამიტომ მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ორთოპედიული ბალიშები აწესრიგებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:
- სუნთქვის გაძნელება;
- სისხლის მიმოქცევა;
- წელისა და კისრის ტკივილი.
ეს პროდუქტი ასევე სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება. ორთოპედიული ბალიში კისრის ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აწუხებთ. ბალიშები ერთმანეთისგან დანიშნულებით, ბრენდით, ზომებითა და ფასებით განსხვავდება. მაგალითად, მშვიდ და სასიამოვნო მგზავრობაში სამგზავრო ორთოპედიული ბალიში დაგეხმარებათ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს გრძნობთ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას. არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან. ის იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. თუ გულ-ძმარვა გაწუხებთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიშის გამოყენებას გვირჩევენ. მისი ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, ეს კი საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.