MBC გამარტივებულ ავტო სესხს გთავაზობს

MBC გამარტივებულ ავტო სესხს გთავაზობს

მანქანის შეცვლას გეგმავ? ან გსურს მიიღო თანხა შენი ავტომობილის უზრუნველყოფით ნებისმიერი საჭიროებისთვის? აღარ გჭირდება წლების განმავლობაში იზრუნო თანხის დაგროვებაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC შესაძლებლობას გაძლევს დაიმტკიცო ავტო სესხი 30 წუთში. ეს ყველაფერი გამარტივებული პროცედურებით, ონლაინ რეჟიმში. ავტომობილსაც დისტანციურად შეაფასებენ და პასუხსაც სახლიდან გაუსვლელად მიიღებ.

რა ტიპის სესხს გთავაზობს MBC?

  1. ავტო სესხი

ავტომობილის მფლობელი იქნები შენ, რაც ამარტივებს მისი განკარგვის პროცესს სესხის მოქმედების პერიოდში. ეს ყველაფერი ლიზინგისგან განსხვავებით, როდესაც ავტომობილი, რომლის შეძენაც გსურს, კომპანიის მფლობელობაში რჩება იქამდე, სანამ სესხს ბოლომდე არ დაფარავ.

MBC-ის ავტო სესხი საუკეთესო არჩევანია

MBC-ის ავტო სესხით სარგებლობისას მაქსიმალურად შენზე მორგებული პირობები დაგხვდება:

  • MBC განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს;
  • შეგიძლია აიღო 50 000 ლარამდე ავტო სესხი;
  • სესხის დამტკიცებისთანავე შეძლებ იყიდო ახალი ავტომობილი ან განახორციელო სხვა ნებისმიერი მიზანი;
  • მოქმედებს გადახდის კლებადი, შენს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი;
  • გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით დაფარავ როგორც სესხის ძირითად თანხას, ასევე პროცენტს.

 4 მიზეზი, რატომ უნდა ისარგებლო MBC-ის ავტო სესხით

  1. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი (ეფექტური 23.7%-დან);
  2. ავტომობილის უმაღლესი შეფასება;
  3. ავტომობილი რჩება შენს სახელზე;
  4. გამარტივებული და სწრაფი პროცედურები.

ამას გარდა, თუ სხვაგან უკვე გაქვს სესხი, მაგრამ უკმაყოფილო ხარ, შეგიძლია გადმოპორტირდე MBC-ში და გაიუმჯობესო პირობები.

რა დოკუმენტაცია გჭირდება ავტო სესხის ასაღებად

  1. შესაძენი ან უკვე არსებული ავტომობილი;
  2. ID ბარათი ან პასპორტი;
  3. რეგისტრაციის მოწმობა.

თუ სამივე პუნქტს აკმაყოფილებ და უკვე ხარ 20 წლის, შეგიძლია შეავსო ონლაინ განაცხადი და კომპანიის წარმომადგენელი რამდენიმე წუთში დაგიკავშირდება.

თუ ონლაინ პროცედურებს ადგილზე მისვლას ამჯობინებ, ეწვიე MBC-ის უახლეს ფილიალს. MBC წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში!