ქუთაისში "2024-2026 წლების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამის" საჯარო კონსულტაცია გაიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და პროგრამის მენეჯერმა ირაკლი ხმალაძემ დასავლეთ საქართველოს ხელმძღვანელ პირებთან, ევროკავშირის დაფინანსებით 2024-2026 წლებში განსახორციელებელ პროექტებზე და პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით შეიმუშავა ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების 2024-2026 წლების პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და გარკვეულწილად წარმოადგენს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების 2020-2022 წლების პროგრამის გაგრძელებას.