შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური ანგარიში (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური ანგარიში (ვიდეო)

საქართველოს შს სამინისტროს 2013 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული თუ მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება, კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს მიერ ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.