საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნას ბიზნესები  დამოუკიდებლად შეძლებენ

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნას ბიზნესები  დამოუკიდებლად შეძლებენ

საქართველოს ბანკი სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - ციფრულ სასაჩუქრე ბარათი წარუდგინა. 
რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მომხმარებლისთვის დამოუკიდებლად შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათები, რომელთა ნახვას და შეძენას ისინი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში შეძლებენ.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება.  მასზე კონკრეტული მოცულობის თანხა წინასწარაა დარიცხული და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი ამ ლიმიტის ფარგლებში  შეიძინოს. ბიზნესებს სურვილისამებრ შეუძლიათ შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერიდან და განსაზღვრონ:  თანხის ლიმიტი, გამოყენების ვადა და ბარათის დიზაინი. ბიზნესები ასევე შეძლებენ ნახონ გაყიდული ბარათების ანალიტიკა: რა რაოდენობის ციფრული სასაჩუქრე ბარათი გაიყიდა, ბარათზე არსებული ბალანსი და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ მობილბანკში სასაჩუქრე ბარათების შეძენა  და გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო.  

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს  ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ, რომელიც მათი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ  დამოუკიდებლად შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი და მიწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად, წამებში შეიძენენ სასაჩუქრე ბარათებს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვის, იქნება ეს დაბადების დღე, ახალი წელი თუ სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვანი თარიღი.  მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს ბარათისთვის სასურველი ვიზუალი და მისალოცი წერილიც დაურთოს მას. ეს ერთის მხრივ, ეს კარგი სიახლეა მომხმარებლებისთვის, რადგან თუ ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში ის თანხას არ გამოიყენებს, აუთვისებელი თანხა დარჩება მის ანგარიშზე. ბიზნესს კი შესაძლებლობას აძლევს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს, მიწვდეს სამიზნე აუდიტორიას და კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ბიზნესი. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“  - აცხადებენ საქართველოს ბანკში 
ინფორმაციისთვის, ბიზნესები, ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნას საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით შეძლებენ. ამისთვის საჭიროა ფიზიკური გადახდის მეთოდი ჰქონდეთ. მათ კი ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია საქართველოს ბანკის პირველი ტერმინალი  მარტივად, ონლაინ მოითხოვონ.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ