მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: ის კადრულობს ყველაფერს, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს

მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: ის კადრულობს ყველაფერს, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს

მან იკადრა არაერთი ტყუილის თქმა და დამსახურებულად უწოდეს მას თაღლითი. ის კადრულობს ყველაფერს, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გიორგი გახარიას განცხადებას ეხებოდა.

„ამ ადამიანს აქვს რამდენიმე მახასიათებელი, მათ შორის ღალატი, ადამიანმა რომელმაც უღალატა თავის გუნდს, დამსახურებულად მიიღო მოღალატის სტატუსი. მან იკადრა არაერთი ტყუილის თქმა და ასევე დამსახურებულად უწოდეს მას თაღლითი. ის კადრულობს ყველაფერს, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს. ადამიანი, რომელიც თავს გვაჩვენებდა და თავის დროზე აბსოლუტურად სწორ იდეებს ახმოვანებდა, უცებ ერთ დღეს ღალატი გადაწყვიტა და ამოტრიალდა ამგვარად, რაც წარმოუდგენელი ამბავია“, - აღნიშნა მდინარაძემ.