სამედიცინო ბალიშებს განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო იყენებენ. ადამიანებს, რომლებსაც ჯდომის, წოლის და მგზავრობის დროს დისკომფორტი აწუხებდათ - ორთოპედიული ბალიშების მოხმარება მათ მდგომარეობას საგრძნობლად უმსუბუქებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სამედიცინო ბალიშები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ხერხემლის, წელისა და კისრის არეში ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბალიშები დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნებას ამსუბუქებს და ეფექტურია ართრიტის, კისრის ოსტეოქონდროზისა და დისკის თიაქრის დროსაც. მათი შერჩევა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: akhalikhedva.ge
- კისრის ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
- ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
- სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. ის ასევე აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.
- რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულ-ძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ბალიშებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია პოლიურეთანის ქაფისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. „ახალი ხედვის‘’ ბალიშები ერთმანეთისგან დანიშნულებით, ბრენდით, ზომებითა და ფასებით განსხვავდება. მათი ღირებულება კი 75 ლარიდან 145 ლარამდე მერყეობს. აღნიშნული პროდუქტების შეძენა შესაძლებელია როგორც “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე - შეარჩიეთ სამედიცინო ბალიში, დაამატეთ კალათაში და გააფორმეთ შეკვეთა. თბილისის მასშტაბით პროდუქტს კონსულტანტი მოგაწვდით, რეგიონში კი ფოსტით გამოგიგზავნიან შეკვეთას.