ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად მკაფიოდ დადებითი რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მხრიდან, ვიმედოვნებ, რომ ამას მოჰყვება ადეკვატური გადაწყვეტილება, რომელიც 1 კვირაში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
„ჩვენი პრემიერი-მინისტრის და ბორელის პრესკონფერენცია იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი, ვინაიდან გაისმა ქართული მკაფიო პოზიცია - თქვენ ან ევროპისთვის და საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებთ, ან რუსეთისთვის სასარგებლოს. ფაქტის წინაშე დადგა ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელობა. ამ პრეცედენტს, რომელიც საქართველო შექმნა, ამხელა ორგანიზაცია არ ელოდა - არ იყვნენ მიჩვეულები, რომ კანდიდატობის მოწადინე ქვეყანამ თავის ეროვნულ ინტერესებზე გაამახვილოს ყურადღება, ყველაზე წინ დააყენოს და აქედან გამომიდინარე დაგიწყოს მოლაპარაკება, მგონი ცოტა სახტადაც დარჩნენ. საქართველომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა, გაამხნევა სხვა ქვეყნები, რომ ასე საუბარიც შეიძლება და შეიძლება რომ ყველაზე წინ დააყენო შენი სამშობლოს ინტერესი. ვფიქრობ რომ ევროპას არანაკლებ სჭირდება გაფართოება, არამარტო საქართველოს საინტერესო კულტურის დაახლოებით, არამედ სხვადასხვა კულტურების დაახლოებით, რომელიც შეიძლება გზადაგზა ჩამოსცილდა პოლიტიკური ბედუკუღმართობის გამო“, - განაცხადა მაღრაძემ.