თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება, ის გაგრძელებას აპირებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
"თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება. მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა. პუტინი ამ გზის გაგრძელებას აპირებს. მან ეს მკაფიოდ განაცხადა. თუ პუტინი თავს დაესხმება ნატოს წევრ სახელმწიფოს, მაშინ ჩვენ გვექნება ის, რისკენაც არ მივისწრაფვით და რაც დღეს არ გვაქვს: ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს არის ჩვენი უდიდესი ეროვნული ინტერესი და ყველა ჩვენი მეგობრის საერთაშორისო ინტერესი", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, კონგრესის მიერ უკრაინისათვის დაფინანსების არდამტკიცება უდიდესი საჩუქარი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერის ერთგულია.