ბესო გაზდელიანი: პარტიის თავმჯდომარისა და ახალი მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა პარტია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ერთადერთი გამოსავალია, გადადგეს მოქმედი თავმჯდომარე

ბესო გაზდელიანი: პარტიის თავმჯდომარისა და ახალი მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა პარტია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ერთადერთი გამოსავალია, გადადგეს მოქმედი თავმჯდომარე

დღევანდელი პარტიის თავმჯდომარისა და ახალი მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა პარტია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ერთადერთი გამოსავალია, რომ გადადგეს მოქმედი თავმჯდომარე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო გაზდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მანიფესტში არის რამდენიმე დეტალი ისეთი, შემოპარებული, რომლის გამოც სამწუხაროდ, შეუძლებელია მასზე ხელის მოწერა.

„დღეს რა ოფისიდანაც მიმართვას ვწერთ, ის ცნობილი ოფისია, რომელიც სამწუხაროდ, დაგვიკეტეს მაისში ერთი მიზეზით, რომ ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობდით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგვიკეტეს, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით. დღევანდელი პარტიის თავმჯდომარისა და ახალი მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა პარტია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ერთადერთი გამოსავალია, რომ გადადგეს მოქმედი თავმჯდომარე. მანიფესტში არის რამდენიმე დეტალი ისეთი, შემოპარებული, რომლის გამოც სამწუხაროდ, შეუძლებელია მასზე ხელის მოწერა“, - აღნიშნა ბესო გაზდელიანმა.