ჩვენ, დღეს რა ნაბიჯებითაც უნდა ვიაროთ, ეს არის ბარიერის მოხსნა - იმ ჯებირის, რომელიც დგას ათი ათასობით ადამიანსა და პარტიებს შორის, - ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა, ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თუ ეს კედელი და ბარიერი არის ლევან ხაბეიშვილია, უნდა მოიხსნას ლევან ხაბეიშვილი. კონკრეტულ პირებზე არ არის აქ საუბარი, ბარიერების მოხსნაზეა საუბარი. ჩემი და ათი ათასობით ადამიანის აზრით, ეს ბარიერი ნამდვილად არის ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კიდევ უფრო მაღლა აწია“, - აღნიშნა კუპრავამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაინიშნა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიამ საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, პოლიტიკურ საბჭოს დაემატება. თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები კი ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.