ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, რომელიც ვატიკანში, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში იმყოფება, ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას ისტორიულ მოვლენას უწოდებს.
„ეს [ვატიკანში მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის ფრესკის განთავსება] არის ისტორიული მოვლენა და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ ხატის დავანება იქნება კიდევ ერთი საშუალება, ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისა თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც თანდათანობით სცილდება სულიერ ღირებულებებს. ამიერიდან ივერიის ღვთისმშობელი იქადაგებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამჯერად ვატიკანის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა მეუფე დანიელმა.
ვატიკანში მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ფრესკა განთავსდება. ცერემონია რამდენიმე საათში დაიწყება, მანამდე კი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, აღორძინების ეპოქის სასახლეში სიტყვით გამოსვლები, ასევე მცირე შემადგენლობით, ანსამბლ „სუხიშვილებისა“ და „ბასიანის“ კონცერტი გაიმართა.