გიორგი მუმლაძე: ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოიწვიონ მასშტაბური ყრილობა

გიორგი მუმლაძე: ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოიწვიონ მასშტაბური ყრილობა

ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოიწვიონ მასშტაბური ყრილობა,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

„ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს პარტიის კონსოლიდაციას, ჩვენს თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას. ამ სიტუაციაში გამოსავალია, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოიწვიონ მასშტაბური ყრილობა. როდესაც შედიხარ შიდაპარტიულ არჩევნებში, ავტომატურად გამორიცხავ ვინმეს გარიცხვას. როდესაც პირობითად, ადამიანმა მიიღო რაღაც პროცენტის ლეგიტიმაცია, მაშინ გამოდის, რომ იმ ხალხს, ვინც აირჩია კონკრეტული კანდიდატი, კარისკენ მიუთითებ“,- აღნიშნა მუმლაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

მოგვიანებით განცხადება პარტიის სახელითაც გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.