ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის თვალნათელია, რომ „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მხრიდან არ არის გამოტოვებული არც ერთი შანსი და არც ერთი პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი გზავნილი ევროკავშირის მიმართ არ იქნეს ხაზგასმული, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„ეს გზავნილი ბუნებრივია არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება იმსახურებს უკვე დაგვიანებულად კანდიდატის სტატუსს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს, ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმ ძალიან დიდ პოლიტიკურ და სტრატეგიულ გამარჯვებას, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია“, - აღნიშნა ბითაძემ.